Saturday, July 5, 2014

რეფლექსია-----მე2 დღე

საინტერესო და და

რეფლექსია---მე-5 დღე

დატვირთული დღე გვქონდა. ძირითადად ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. ძალიან შრომატევადი და საინტერესო სამუშაო გამოვიდა. ნეტა ყველაფრის გამოყენება შევძლო მუშაობის დროს.  ასევე ვიმუშავეთ ,,დრაივზე'' გაზიარება. ეს დავალებაც ჩემთვის საინტერესო  იყო.  ტრენერიც საკმაოდ გადავღალეთ. ყოჩაღ, დათო, ღმერთმა გაძლება მოგცეს.

რეფლექსია--- მე-3 დღე

ბევრი ვიმუშავეთ ძალიან, ჩემთვის რთული და საინტერესო იყო ეს სამუშაო. ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა პროექტების დამუშავებისას. გამიჭირდა , ტრენერიც გადავღალეთ.

რეფლექსია მე-4 დღე

საინტერესო და დატვირთული დღე მქონდა. ბევრი რამ ვისწავლე ახალი და გავიხსენე ძველი ნასწავლიც.  საინტერესო სამუშაო გამოგვივიდა, კერძოდ  ვისწავლეთ პირადი გვერდის შექმნა.

Thursday, June 26, 2014

რეფლექსია---------1-ლი დღე

მეცადინეობის პირველი დღე საინტერესო და ამასთანავე რთული იყო ჩემთვის. ბევრი რამ დავიწყებული მქონდა და ნაწილობრივ აღვიდგინე,თუმცა ცოტა რთულად.

ჩემი აზრით ეს ტრენინგი დამეხმარება  მუშაობაში, კერძოდ  გადავლახავ იმის შიშს , რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ასეთი სირთულით გამიჭირდება.

ასევე ეს ტრენინგი ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლე მიტარებს ტრენინგებს და რატომღაც მაკომპლექსებს.